10 დეკემბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის გზით შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობით გამორჩეული ოცი წარმატებული ადამიანი გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა. „წლის მენეჯერი კულტურის სფეროში“ გამარჯვებულად აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე დასახელდა.
„წლის მუზეუმელი“ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი გურამ ჩხატარაშვილი გახდა.